ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილმა თავდამსხმელმა გაისროლა - თვითმხილველები

ქუთაისში, გამარჯვების მოედანზე მდებარე "საქართველოს ბანკში" შეჭრილმა თავდამსხმელმა გაისროლა. ამის შესახებ ადგილზე მყოფი ადამიანები აცხადებენ.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ ლარს ითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან.